ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმისთვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვირუსი არ გავრცელდეს, საერთაშორისო პარტნიორებთან და ცესკოსთან მუშაობა მიმდინარეობს.
მისივე განცხადებით, საარჩევნო უბნები შესაბამისი პირობებით იქნება უზრუნველყოფილი, სადაც მოქალაქეები პირბადეს გამოიყენებენ და სოციალურ დისტანციას დაიცავენ.
"ძირითადი მითითებები რჩება კვლავ იგივე. აუცილებელია, სოციალური დისტანცირება, პირბადის გამოყენება და ჰიგიენური ნორმების დაცვა. უკვე ვმუშაობთ, როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე ცესკოსთან, რომ ყველა საარჩევნო უბანზე მოხდეს შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არანაირი საფრთხე ინფექციის გავრცელების კუთხით და საშუალება ჰქონდეთ უსაფრთხო გარემოში მისცენ ხმა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.