ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბათუმში მდებარე საკონდიტრო მაღაზია "დონას" კლასტერიდან აიღეს 600-ზე მეტი ტესტი, საიდანაც ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.
"დონას კლასტერში ჩვენ ავიღეთ 600-ზე მეტი ტესტი და გამოვლენილი იქნა მხოლოდ ერთი შემთხვევა. ეს რა თქმა უნდა არის კეთილსაიმედო მაჩვენებელი და მიგვითითებს იმაზე, რომ არის ვარაუდი, რომ დონას კლასტერის ლიკვიდირება მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 22 საკონდიტრო მაღაზია "დონას" უკავშირდება.