მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა. თარიღი რომც ვიცოდე, ნამდვილად არ ვიტყოდი, რადგან ეს იქნება იარაღი "ქართული ოცნების" ხელში, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კამპანია იქნება მიხეილ სააკაშვილთან ერთად.
„რაც შეეხება ჩამოსვლას, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა. თარიღი რომც ვიცოდე, ნამდვილად არ ვიტყოდი, რადგან ეს იქნება იარაღი "ქართული ოცნების" ხელში. სულ ვიმეორებ ხოლმე უკრაინის ძალიან ღირსეული ელჩის საქართველოში, ბატონი დოლგოვის სიტყვებს, რომ წარმოუდგენელია მიხეილ სააკაშვილის კონტაქტის გაწყვეტა საქართველოსთან”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.