ჩვენი პარტიის კამპანია იქნება მიხეილ სააკაშვილთან ერთად, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ "ღამის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის მოიაზრებოდა მიხეილ სააკაშვილთან ერთად.
"ჩვენი პარტია ყოველთვის იყო სააკაშვილთან ერთად. მიუხედავად იმისა, იგი დევნილია, ბიძინა ივანიშვილის ძალიან სერიოზული შიშის ობიექტია, იგი დღესაც ქმნის პოლიტიკურ წესრიგს და რასაკვირველია, ჩვენი პარტიის კამპანია იქნება მიხეილ სააკაშვილთან ერთად.
მინდა სიურპრიზად განვაცხადო, რომ ჩვენი პარტია და ის პარტიები, რომლებიც იქნებიან ჩვენთან ბლოკში, გაერთიანებული ოპოზიცია განაცხადებს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პლატფორმას, თუ როგორ შეიძლება გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან. ეს გამოყვანა არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი თქმა, ან ერთი მოცემულობა, ან ის, რასაც მხოლოდ კამპანიისთვის გამოვიყენებთ - არა, ეს უნდა იყოს ძალიან გულწრფელი და იქნება ძალიან გულწრფელი პოლიტიკური სვლა“, - თქვა დეკანოიძემ.