ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ არა ერთი მოწოდების მიუხედავად, სახალხო დამცველის აპარატისთვის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალები ამ დრომდე არ გადაუციათ.
ლომჯარიას თქმით, ის ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრას აპირებს.
“ვხედავ, რომ ოჯახი სერიოზულ უკმაყოფილებებს გამოთქვამს გამოძიების მისამართით. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრა. ალბათ, იმედია, იქ იქნება ადვოკატიც, რათა სამართლებრივ საკითხებზეც ვისაუბროთ. სახალხო დამცველსაც აქვს თავის მანდატის ლიმიტები", - აცხადებს ლომჯარია.
40 დღეზე მეტია ოჯახი საგამოძიებო უწყებისგან დროულ გამოძიებასა და კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს. ამასთან, ოჯახი აცხადებს, რომ აუცილებელია, მუხლი გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სექტემბრის შუა რიცხვებიდან აქციებს დაიწყებს.
ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.