ხვალ დედამიწას ასტეროიდი ჩაუფრენს - ინფორმაციას ნასა ავრცელებს. ციური სხეული, რომლის დიამეტრი 22-დან 49 მეტრამდეა, პლანეტას დაახლოებით 120 ათასი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება. ეს მანძილი 3-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე დედამიწიდან მთვარემდე(384 000 ).
მისი ფრენის სიჩქარე იქნება 8,16 კილომეტრი წამში.