ქართულ მხარეს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადება შეუძლია თავის ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ნიკოლა სარკოზის განცხადების შეფასებისას განუცხადა.
"საქართველოს პრობლემატიკის შესახებ დასავლეთი უარს ვერ იტყვის, რადგან სარკოზის შემთხვევაში ეს არის მის და საფრანგეთის პრესტიჟის საკითხი. ისედაც არ აქვს სარკოზს ქვეყანაში კარგი მდგომარეობა და მითუმეტეს, ამ დროს თავისი ქვეყნის შეურაცხმყოფელ ნაბიჯს ვერ გადადგამს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ამ ნათქვამს ისეთ ინტერპრეტაცია მივცეთ, როგორც რუსეთი მხარეს მიმართ გაკეთებული ერთგვარი ჟესტი", - აღნიშნა არეშიძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეს განცხადება დოვილში ე.წ. დიდი სამეულის შეხვედრის შემდეგ პერევიდან რუსების გაყვანასთან დაკავშირებით გაკეთდა.
"სარკოზიმ გააკეთა განცხადება ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, მაგრამ ეშმაკურად არ მიუთითა რომელ განცხადებაზეა საუბარი, აქედან გამომდინარე ყველას აქვა უფლება თავისებური ინტერპრეტაცია მოახდინოს. ჩვენ ჩავთვალოთ, რომ სარკოზიმ იგულისხმა ის ხელშეკრულება, რომლიც საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა დაიდოს და არა საქართველოსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის. ამას შეიძლება სხვა ფორმირებაც მიეცეს, თუ საქართველოს ხელისუფლება განაცხადებს, რომ ეთანხმება სარკოზის და მზად არის რუსეთთან ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას, შემდგომში სარკოზის და სხვა დასავლელ ლიდერს საშუალება ექნება თქვას, რომ საქართველო თანახმა და ახლა პროცესი უნდა გავაგრძელოთ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ექსპერტმა.
მისივე განმარტებით, დიპლომატიაში არსებობს მოქნილი ქმედების ფორმატი, როდესაც მხარე გარკვეულწილად თვალთმაქცობს, მაგრამ ყველაფერს ისე ალაგებს, რომ მისი მიზანი გასაგები იყოს.
"არ მგონია, რომ სარკოზის ეს განაცხადება არის დასავლეთის მიერ უკან დახევა, რადგან იქ გარკვეული ჟესტები გაკეთდა, მაგალითად მერკელის განაცხადება, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი უნდა მოიხსნას. ეს არის ერთ მხრივ გარკვეულწილად კეთილი ნების ჟესტის, მაგრამ იქვე დაამატა, რომ ეს მოხდება 10-15 წლის შემდეგ. მერეკლმა ასევე ერთი თვის წინ გააკეთა განაცხადება, რომ რუსეთის ჯრები უნდა გავიდნენ დნესტნისპირეთიდან და დღეს უკვე ამას იძახის. ეს არის ერთგვარი დიპლომატიურ სველები "მათრახის და ტკბილეულის" გამოყენებით, რათა ერთის მხრივ გააკეთებინო მოწინააღმდეგეს ის, რაც შენ გინდა და მეორეს მხრივ მის ზრახვებსაც ანგარიში გაუწიო", - აცხადებს არეშიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ე.წ. დიდი სამეულის შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს მოუწოდა თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს.
"საქართველომ უნდა აიღოს ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის გარანტიების შესახებ", - დასძინა სარკოზიმ.