ქედაში პრობლემას წარმოადგენდა მიწის რეგისტრაციის საკითხი, რაც მთავრობის ახალი ინიციატივით, ეფექტურად გადაიჭრება, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქედაში, ხულოს, შუახევის ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატ ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა.
„ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ქედაში და ზოგადად, აჭარაში დაგროვდა, ეს არის მიწის რეგისტრაცია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ პროგრამა - მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც დაიწყება და სამ წელიწადში ეს პრობლემა ქვეყანაში და მათ შორის აჭარაშიც აღარ იქნება ისეთ დონეზე, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აზომვითი სამუშაოებისთვის გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება. ბევრი რამ უნდა დავასრულოთ, რაც დავიწყეთ. აქ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. ქვეყანას აქვს სისტემური ინფრასტრუქტურის პრობლემები, როგორებიცაა გზა, წყალი, გაზი. ნელ-ნელა ყოველდღიურად უკეთესობა ეტყობა ბათუმს, ქედას და მთლიან საქართველოს, თუმცა ბევრი სამუშაო გვაქვს კიდევ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.