ციტრუსის ექსპორტზე გატანის ნაწილში სახელმწიფო კვლავაც გააგრძელდებს გლეხების მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქედაში, ხულოს, შუახევის ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატ ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა.
„როგორც ყოველთვის, ციტრუსის ნაწილში, როგორც არასტანდარტული, ასევე სტანდარტულის, ექსპორტზე გატანის ნაწილში, სახელმწიფო როგორც ედგა აჭარელ გლეხს, ისე დაუდგება მომავალშიც გვერდით. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, სად ვართ, რას ვაკეთებთ, რა პროფესიაში ვართ, რომელ სოციალურ განზომილებაში ვართ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სოფელზე, ჩვენს დაბაზე, ჩვენს ქალაქზე და საბოლოო ჯამში, ქვეყანაზე. მინდა გისურვოთ გამარჯვება და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანია, დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.