თვითონ მდინარაძე მგონია პოლიტიკური ფეიკი. კობახიძე კი შმატრიოტებზე რომ საუბრობს, ალბათ, თავის თავს გულისხმობს, - ასე გამოხემაურა ირმა ინაშვილი საპარლამენტი უმრავლესობის წევრების, მამუკა მდინრაძისა და ირაკლი კობახიძის მიერ „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩვენო ბანერზე გაკეთებულ შეფასებებს.
„დღეს ბანერის თემას მდინარაძე, კობახიძე და კობახიძის მრჩეველი -შარმანაშვილი გამოეხმაურნენ. ფეიკი მეგონაო, -მდინარაძემ. მე თვითონ მდინარაძე მგონია პოლიტიკური ფეიკი. კობახიძე შმატრიოტებზე რომ საუბრობს, ალბათ, თავის თავს გულისხმობს, ვინაიდან დღემდე ვერ გაიგო და კიდევ დიდიხანს ვერ გაიგებს, რა არის ეროვნული ცნობიერება და ასეთი ადამიანი პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, ესეც ფეიკი მგონია და არა რეალობა. შარმანაშვილზე არაფერს ვიტყვი, ის უბრალოდ ნულია.
P.S. ისე, "ქართული ოცნების" აჭარის კანდიდატების პრეზენტაცია წეღან თურქული გემის ფონზე რომ მიმდინარეობდა, ეს, ერთობ ეხმიანება ოცნების ლიდერების პათოსს“, - წერს ინაშვილი.