"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ბათუმში განთავსებულ პარტიის ბანერებთან დაკავშირებით, რომელზეც აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად წითლად იყო დატანილი, პროვოკაციად აფასებს.
მისი თქმით, სააკაშვილმა და ბოკერიამ გადაწყვიტეს და მოქმედებენ უკვე, რომ 50 000- დან 1 00 000 ლარს ზემოთ გადაუხადონ იმ ადამიანების, რომლებიც მისი პარტიიდან შიდა ინფორმაციას გაიტანენ.
„სჭირდებათ ყველანაირი ინფორმაცია, რაზე ვსაუბრობთ, ვინ მოდის ჩვენთან, რას ვგეგმავთ, ვის ვეკონტაქტებით ტელეფონით და ა.შ. სჭირდებათ ფოტო, აუდიო მასალა. მოკლედ, უკანონო გამოძიებას აწარმოებენ. ამ თანხების ფონზე, ვინმეს 10 000 ლარი რომ გადაუხადონ, ცხადია, ის თავისუფლად გააგზავნის არასწორად შეფერადებულ ბანერსაც და გააკრავს კიდეც იმ ადგილზე, რომელიც მერიასთან დღემდე არ შეგვითანხმებია. ისე გააკრავს, რომ მეც, დავით თარხან-მოურავიც და პოლიტსაბჭოს წევრებიც ამას სააკაშვილ-ბოკერიას ტელევიზიებიდან გავიგებთ. დღეს ასეც მოხდა.
ანუ რას ვამბობ? იმას ვამბობ, რომ არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას. ბანერიც სხვა ფერებში დაბეჭდეს, შეუთანხმებელ ადგილზე დაკიდეს, მერე თვითონვე მოხსნეს. ამით იაფფფასიანი პიარი გაიკეთეს, ჩვენ კი ეს ყველაფერი ტელევიზიებიდან გავიგეთ! თანაც, ანჩისხატობის დღეს. რა შუაშია ანჩისხატობა? პირდაპირ შუაშია. ტაძრიდან მოვედი, არაფერი არ ვიცი, ოფისში ვისაც ეს საქმე ეხება, არავინაა და კომენტარებს საღამომდე ისე ვაკეთებ, რომ თვითონ არა ვარ თემაში გარკვეული. მოკლედ, ეს ყველაფერი მტრების მიერ დაგეგმილი და მოფიქრებული მგონია. თუმცა, შეიძლება შემთხვევითობების ჯაჭვია და ვცდები“, - წერს ინაშვილი.
ამასთან ინაშვილი აქვეყნებს ბანერის იმ ვარიანტის ფოტოს, რომელიც მისი თქით, უნდა დაბეჭდილიყო.
„ყოველი ახალი დღე ახალი პროვოკაცით იწყება. დღეს აქტუალური ბათუმის ბანერის თემა გახდა. ეს ბანერი სრულიად განსხვავებული სახით მივიღეთ პოლიტსაბჭოზე. ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით - sos! რასაც ფოტოზე ხედავთ!
მართალია, წითელი ფერიც იხილებოდა, შავიც და ყავისფერიც და კიდევ ბევრი სხვა ვარიანტი, მაგრამ საბოლოოო ვარიანტი ეს იყო!“, - წერს ინაშვილი.