ეს არის აჭარაში თურქული ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია. დიახ, უნდა დავიცვათ აჭარა, - ასეთ განმარტებას აკეთებს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ბათუმში პარტიის საარჩევნო ბანერზე, რომელზედაც ჭარა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მსგავსად არის გამოსახული.
"ეს არის აჭარაში თურქული ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია, სწორედ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს და ბანერი ამას გადმოსცემს. მკაფიოდ ვხედავთ თურქეთის ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსიის ნიშნებს კი არა მხოლოდ, ამ წლების მანძილზე ეს ექსპანსია კიდევ უფრო გაძლიერდა. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ დიახ, უნდა დავიცვათ აჭარა, დიახ, უნდა დავიცვათ საქართველო“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.