საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერს ეხმიანება, რომელზეც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული.
მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ რუსული დაკვეთაა.
„სიმართლე გითხრათ, თავიდან „ფეიკი“ მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ“, - წერს მდინარაძე.
საუბარია აჭარაში განთავსებულ „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“