გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, კორონავირუსის პანდემია მომავალ თვეებში კიდევ უფრო გამწვავდება.
მისი თქმით, კაცობრიობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება, ვიდრე ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ დამზადდება.
"ჩვეულ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებით, ვიდრე ვაქცინა არ დამზადდება. მოგვიწევს კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან ერთად ვიცხოვროთ", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
მერკელის თქმით, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარების გამწვავებისა, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა შენარჩუნდეს და განაგრძოს ფუნქციონირება.
კანცლერმა ასევე ისაუბრა ბოლო ხანებში გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შესახებ.
"ვხედავთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ინფიცირების რაოდენობა გაიზარდა… ზაფხულის თვეებში ამ ზრდას სერიოზულად ვიღებთ", - თქვა მერკელმა.
ფოტო: GettyImages