არ უნდა გაგიტყდეს გული, როცა ნახავ, რაღაც უსამართლობას. ქართველი ადამიანი მოწყალეა. დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქის თქმით, დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი
"არ უნდა გაგიტყდეს გული, როცა ნახავ, რაღაც უსამართლობას. ქართველი ადამიანი მოწყალეა. დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა არის ჩვენი სამშობლოს მომავალი. გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი. ნუ შეგეშინდებათ, როცა ხედავთ გაჭირვებას ხალხისას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთი რამ, რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისთვის. ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვა ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში, ადამიანი ბედნიერია. იყავით ბედნიერები, იყავით გახარებული, სიხარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ, ყოველთა. ჯვარი გეწეროთ. ჩვენთან არს ღმერთი", - განაცხადა პატრიარქმა.