კორონავირუსი მილიონობით ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა.
"COVID-19 გავლენას ახდენს მილიონობით ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, დაავადებით გამოწვეული შფოთვისა და შიშის, ასევე ფსიქიატრიული მომსახურების შეფერხების თვალსაზრისით", - განაცხადა ღებრეიესუსმა.
მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა სოციალური ურთიერთობების შემცირებამ ასევე გავლენა მოახდინა ადამიანთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ღებრეიესუსის განცხადებით, პანდემიის დაწყებამდე გლობალურ ჯანდაცვაში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი ერთგვარად მივიწყებული და მეორეხარისხოვანი იყო.
მისივე თქმით, "დაახლოებით მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ფსიქიკური აშლილობით. ყოველწლიურად სამი მილიონი კვდება ალკოჰოლის მავნე მოხმარების შედეგად და ყოველ 40 წამში მსოფლიოში ერთი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს".
აღნიშნული საკითხებისადმი ყურადღების მისაპყრობად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიოს დღეს, საერთაშორისო ონლაინ ფორუმს გამართავს.