იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინძო აბე თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას იაპონური გამოცემა NHK პრემიერ-მინისტრთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც იუწყებიან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით არის განპირობებული.
დღის ბოლოს დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც შინძო აბე მოსახლეობას თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამცნობს.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც შინძო აბე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობას ტოვებს. პირველად ის თანამდებობიდან 2007 წელს გადადგა.
2012 წლის დეკემბერში შინძო აბე მეორე ვადით აირჩიეს პრემიერ-მინისტრად.