ამერიკული კომპანია Apple-ს სუფთა მოგება გაიზარდა და წინანსური წლის მეოთხე კვარტალში მოგებამ 4,308 მლრდ. დოლარი შეადგინა, რაც 2-ჯერ მეტია გასული წლის მოგებასთან შედარებით, რომელმაც 2,532 მლრდ დოლარი შეადგინა.
კომპანიის შემოსავალმა, მიმდინარე წელს 20,343მლრდ დოლარი შეადგინა, ოპერაციულმა შემოსავალმა კი 12,207 მლრდ დოლარი. ფინანსური წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის ოპერაციულმა შემოსავალმა 5,447 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის ოპერაციული შემოსავალი 3,684 მლრდ დოლარი იყო.
Apple-ს მოგება მიმდინარე ფინანსურ წელს 70 %-ით გაიზარდა და 14,013 მლრდ დოლარი შეადგინა. კომპანიის შემოსავალმა კი 65,225 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც კომპანიის შემოსავალი გასულ ფინანსურ წელს 42,905 მლრდ დოლარს შეადგენდა.
Apple ამერიკული კომპანიაა, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფაზე, პერსონალურ კომპიურეტებზე, აუდიპლეერებისა და ტელეფონების წარმოებაზეა ორიენტირებული.