თბილისში H1N1 ვირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ორი საქართველოში დაინფიცირდა, ოთხი კი საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
ექიმების განცხადებით, არც ერთი დაავადებულის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.
სულ ქვეყანაში H1N1 ვირუსის 65 შემთხვევაა რეგისტრირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ვარაუდობენ, რომ ვირუსის გავრცელება საქართველოში პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს.