ვფიქრობ თავად "პატრიოტთა ალიანსიც" უნდა იყოს დაინტერესებული იმაში, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, - ასე ეხმიანება "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსკოვმა 8 მილიონი გამოყო წინასაარჩევნოდ, "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებისთვის.
"რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი სახელმწიფოდან და მით უმეტეს, რუსეთიდან, დაფინანსება პრობლემაა, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ იყოს ცარიელი ბრალდებები და დამტკიცდეს ის ბრალდება, ან ბრალდების უსაფუძვლობა, რომელიც გუშინ გახმოვანდა. მე ვფიქრობ თავად "პატრიოტთა ალიანსიც" უნდა იყოს დაინტერესებული იმაში, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, ხოლო თუ ვართ სახელმწიფო და ქვეყანა, რა თქმა უნდა უნდა აწარმოებდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა მოქმედებას", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, რუსულ საგამოძიებო სტატიაში წერია, რომ ოქტომბრის არჩევნებზე, კრემლმა თავისი რჩეულები - "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი დაასახელა.
"დოსიეს" ინფორმაციით, 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ "პატრიოტთა ალიანსის" პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს.
ინფორმაციის გამოძიების მოთხოვნით დღეს "ევროპულმა საქართველომ" გენერალურ პროკურატურას მიმართა.