თაკო ჩარკვიანს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების არანაირი შანსი არ აქვს. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა "ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შეთანხმება დაარღვია, როდესაც ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე თაკო ჩარკვიანი საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა.
"ქალბატონ თაკო ჩარკვიანს არანაირი შანსი არ აქვს ამ მაჟორიტარული ოლქის მოგების, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ ხსნის კანდიდატურას", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.