საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაავადებულთა რაოდენობა 1429-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1429 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1150 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -255.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.