პარტია "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ისნის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ვაშაძეს კონკურენტს არ დაუყენებს.
მისივე თქმით, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა ოპოზიციის ერთობაში დისონანსი შემოიტანა და ეს უნდა გამოასწოროს.
"თუ ვინმემ დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, დაარღვია ჩემთან მიმართებაში. მე ამას არ ვთვლი პრობლემად ჩემი გადასახედიდან, თუმცა, ის დისონანსი, რომელიც გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ შემოიტანა ამ ერთობაში, მოითხოვს გამოსწორებას მისი მხრიდან. შესაძლოა, გიორგი ვაშაძემ მისი ნომრით არ დააყენოს თაკო ჩარკვიანი და ესეც ჩაითვალოს გამოსწორებად“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.