საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1421-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1421 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1137 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 17.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -255.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.