პარტია "ბატკივშინას" ლიდერსა და უკრაინის რადას წევრს იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას პოლიტიკოსის პრესმდივანი ავრცელებს.
"დიახ, სამწუხაროდ, ეს ასეა. ტესტმა აჩვენა, რომ იულია ტიმოშენკოს აქვს COVID-19. მდგომარეობა შეფასებულია როგორც სერიოზული. ტემპერატურა 39-მდეა. ის იბრძვის!" - განაცხადა პრესმდივანმა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, უკრაინაში გამოვლენილია ახალი კორონავუსის 107 379 შემთხვევა. გარდაიცვალა 2313 ადამიანი.