საქართველოში თვენახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც იუწყებიან, ინფიცირებულია ჩვილის დედ-მამა და მათი კიდევ ერთი შვილი.
პაციენტები ბოჭორიშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილნი.
კლინიკის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1394 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1132-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.