საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 18 ნოემბერს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, საქართველოს პირველი პირი კიევში საქართველოს საელჩოს ახალი შენობის გახსნას დაესწრება, რომელიც 19 ნოემბერსაა დაგეგმილი.
უკრაინული სააგენტოების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ვიქტორ იუშჩენკოც მიიღებს.
ვიზიტის სხვა დეტალები ამ დროისთვის ზუსტდება.