საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1385-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1385 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1128 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 17.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -278.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.