ოპოზიციამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც მითითებულია, რომ 30 პარტია როგორც საკუთარი, ისე ერთმანეთის ხმებს დაიცავს. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიცია აგრძელებს მუშაობას იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამომრჩევლის ხმების დაცვა.
ბოკერიას თქმით, დემოკრატიის არსიც სწორედ ეს არის.
"ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის კონკურენტები არიან და ბუნებრივია, მწვავე დისკუსიაში არიან ხოლმე ხშირად, ამავე დროს, იყვნენ კოორდინაციაში, როცა ლაპარაკია ისეთ ღირებულებებზე, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ხმის დაცვაა. ეს არის საქართველოს მომავალი. ჩვენ ივანიშვილის რეჟიმის ეს სიძულვილით სავსე დაპირისპირება უნდა ჩავაბაროთ წარსულს, რაც არ ნიშნავს შეთანხმებას ყველაფერზე. დემოკრატია ნიშნავს მათ შორის, უთანხმოებას და კამათს, მაგრამ არა სიძულვილს, არა ადამიანების ხმების უგულებელყოფას. ჩემი ოპონენტის ხმაც არის ფასეული, იმიტომ რომ ამომრჩევლის ნებაა”, - თქვა ბოკერიამ.