ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს და გამარჯვებაში დაეხმარება. რაც შეეხება საბურთალოს ოლქს, სადაც დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო კანდიდატად გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი წარადგინეს, ნიკა მელიას განმარტებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იქ უბრალოდ კანდიდატს არ დააყენებს.
"ვინაიდან საბურთალოს ოლქში არის არაერთი ღირსეული ოპოზიციური კანდიდატი წარმოდგენილი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ, არ დავაყენოთ კანდიდატი საბურთალოს რაიონში. ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს მკაფიოდ ვუჭერთ მხარს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში და თავიდან ბოლომდე მას გამარჯვებაში დავეხმარებით ბატონი ვოლსკის დამარცხებაში. რაც შეეხება საბურთალოს, იქ უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ", – თქვა ნიკა მელია.