ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ჟურნალისტების კითხვის პასუხად ქართულ ოცნებასთან კოალიციურ თანამშრომლობას გამორიცხავს.
ბოკერიას თქმით, კოალიცია ოპოზიციურ პარტიებს შორის ჩამოყალიბდება და ამის გარანტი ევროპული საქართველო იქნება.
"ქართულ ოცნებასთან კოალიციას ევროპული საქართველო არ განიხილავს. ჩვენ განვიხილავთ კოალიციას ოპოზიციასთან, ვინც ქართული ოცნების წინააღმდეგ არის. ეს გარდაუვალია, ოპოზიციას მოუწევს კომპრომისებზე წასვლა. ივანიშვილი მისი პერსონიდან, ხედვიდან, გარემოცვიდან გამომდინარე არის საფრთხე საქათველოს მომავლისთვის. დანარჩენ ოპოზიციასთან არათუ გამოვრიცხავთ, დაკვეთააა საზოგადოების 70%-ის, რომ კოალიცია შედგეს და ეს კოალიცია შედგება, ჩვენ ვიქნებით ამის გარანტი", - განაცხადა ბოკერიამ.