სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიან რეგიონში, საფარის და ზარზმის მონასტრებში მოღვაწე სასულიერო პირებს სასურსათო პროდუქტები ჩაუტანა.
მინისტრის მოადგილემ ბერებს გამოსაზამთრებლად შეშისთვის შესაძენი თანხაც გადასცა.
ეკლესია-მონასტრებთან სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს. ეკლესიასთან ერთად რამდენიმე პროექტიც განხორციელდა, რომელიც პრობაციონერთა დახმარებას ითვალისწინებდა.