ბათუმის ბიუჯეტი 10 მილიონ 300 ათასი ლარით შეივსო. პანდემიის პერიოდში გადასახადებისა და მოსაკრებლებიდან მისაღები შემოსავლების შემცირება აისახა ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობებზე.
მიმდინარე პროექტების შეუფერხებლად გაგრძელებისა და ახალი პროექტების დაწყების მიზნით ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფა აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში განხორციელდა.
შესაბამისად, შენარჩუნდება ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი.
ბიუჯეტის ცვლილების ხარჯზე განხორციელდება შემდეგი პროექტები:
ინასარიძის, ბაქოსა და ლერმონტოვის ქუჩებზე სკვერების მოწყობა, თამარ მეფის გამზირზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია.
გონიო-კვარიათში ზღვისპირა ბილიკის მონაკვეთის რეაბილიტაცია.
ცენტრალური პარკის გარე განათების მოწყობა.
გზის პრობლემურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის დაგება.
ადმინისტრაციულ ერთეულებში ქუჩების, მონაკვეთების, შესახვევებისა და ჩიხების, გზაგამყოფი ღობეების, ხიდების, ხიდბოგირებისა და ფერდსამაგრი კედლების რეაბილიტაცია და მოწყობა.
ადმინისტრაციულ ერთეულებში სანიაღვრე არხების მოწყობა.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.
სპორტული მოედნების რეაბილიტაცია.
ლერმონტოვის ქ. #96-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა