საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1283-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1283 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1068 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 17.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -245.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.