„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები, ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ქართული ოცნების საარჩევნო სიაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით სიასთან დაკავშირებით პარტიაში გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის. ზოგიერთებს რომ ეჩქარებათ, ჩვენ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ამასაც მოვასწრებთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ნომერი ვიქნები. მერწმუნეთ, ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში. ამიტომ პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა გახარიამ.