მმართველი გუნდის უმთავრესი საზრუნავი ადამიანზე ზრუნვაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ლაგოდეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
„ქართული ოცნება“ ყოველთვის ზრუნავდა ადამიანზე. ჩვენი პოლიტიკის ცენტრში ყოველთვის იყო და იქნება ადამიანი. ადამიანი ყველა მიმართულებით - მისი ჯანმრთელობა, მისი ეკონომიკური კეთილდღეობა. მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩვენ, თქვენთან ერთად გვიწევს, ვებრძოლოთ, როგორც ეპიდემიას, ასევე უნდა ვიბრძოლოთ ეკონომიკის აღორძინებისთვის, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ ბრძოლაში რა თქმა უნდა, არის ის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ არსებობს წარმატებული საქართველო, თუ თითოეული ოჯახი საქართველოში არ იქნება წარმატებული. თითოეული ოჯახის წარმატების საფუძველი არის კარგი შემოსავალი და კარგი სამუშაო ადგილი. ამიტომ, დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი გამოწვევა ეს არის სამუშაო ადგილები და ეკონომიკის აღორძინება და ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თითოეული გლეხი კახეთში უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი, მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს. მიუხედავად ყველაფრისა, დღესაც, როდესაც ქვეყანას ასე უჭირს პანდემიიდან გამომდინარე, კახელი გლეხი, რომელიც ვაზს უვლის, მას სახელმწიფო გვერდით უნდა დაუდგეს და დაეხმაროს, განსაკუთრებით დღეს და რა თქმა უნდა, ჩვენ გლეხს დავეხმარებით. ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, ვიდრე თითოეული ქართული ოჯახი ეკონომიკურად არ გაძლიერდება. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რომ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, იზრუნოს თავის თავზე, თავის ჯახზე. დღეს, როდესაც პანდემიის ეპოქაში ვცხოვრობთ, უნდა გავუფრთხილდეთ პირველ რიგში, ჯანმრთელობას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრ ქართულ ოჯახს დააკლდა შემოსავალი. საქართველოში აღარ გვყავს ბევრი ტურისტი, რომელიც თითოეული თქვენთაგანის შემოსავალი იყო. ქვეყანაში შემოსული ტურისტი მიდიოდა თითოეული გლეხის ოჯახამდე. ამიტომ, ჩვენ ვდგევართ სოფლის მეურნეობის, ჩვენი ფერმერების, ჩვენი გლეხების გვერდით და ვიდგებით ბოლომდე, სანამ ქართული მეღვინეობა არ დადგება ფეხზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.