პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ სოფელ პერევის დატოვება დეოკუპაციის დასაწყისი და პრეცედენტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეოკუპაციის პროცესი დინამიკურად გაგრძელდება და რუსი ჯარისკაცები პერევის შემდეგ ახალგორიდან და სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც გავლენ. ამის შესახებ ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა.
ცინცაძემ არ გამორიცხა, რომ პერევის დატოვების შემდეგ დეოკუპაციის პროცესი გაჭიანურდეს და დასაწყისზევე შეჩერდეს.
"პერევის დატოვება დეოკუპაციის დასაწყისი არის, მაგრამ შესაძლოა დასაწყისზევე შეჩერდეს. კი, ეს არის 1-ლი ნაბიჯი, თუმცა შესაძლოა პროცესი დაიწყოს და შემდეგ გაჭიანურდეს, ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ამიტომ, ეს დასაწყისი იმას არ ნიშნავს, რომ პროცესი უკვე დინამიკურია და გაგრძელდება ახალგორის და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებით", - განაცხადა ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.