საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება ინფექციის პიკს არ უკავშირდება.
მისი თქმით, შემოდგომაზე, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენც ველოდებით გარკვეულ გამწვავებებს.
"ეს არის გარკვეული პროცესი, რომელიც ხასიათდება გარკვეული რიცხოვნობის ზრდით. ეს არ გახლავთ შესაძლო პიკი, რომელსაც შემოდგომაზე ველოდებით. შემოდგომაზე, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენც ველოდებით გარკვეულ გამწვავებებს. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი მოსახლეობის მაქსიმალურად ინფორმირებულობა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები იმოქმედებს.