გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრები 27 წლის კაცი ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობს. მას covid-19-ზე ტესტირება რამდენიმე დღის ჩაუტარდა, პასუხი კი დღეს გახდა ცნობილი.
ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ. ეპიდემიოლოგ მანანა გოგაშვილის განმარტებით, ინფიცირებული პირი ოჯახში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, რის გამოც კონტაქტში მყოფი ყველა პირი ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება. არცერთ მათგანს საეჭვო სიმპტომი არ აღენიშნება. დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.