თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი ფინალურ შეხვედრას დაესწრო, დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა და სპორტის მოყვარულებს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერის პირობა მისცა.
"ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში შიდა-სასოფლო ტურნირები მიმდინარეობს მინი-ფეხბურთში, იგეგმება ტურნირები სპორტის სხვა სახეობებშიც, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით და ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი ბევრ სოფელში სპორტული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. რაც იმის დასტურია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტია სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში", - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდითა და იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დამსახურებული ფეხბურთელის მშობლიურ სოფელ ბარდუბანში წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა.
ფინალურ შეხვედრაში, რომელშიც ქვედა სიმონეთისა და ბარდუბნის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, გამარჯვება ბარდუბნის გუნდმა მოიპოვა. ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში. სტადიონს კი ქართლოს ჭუმბურიძის სახელი მიენიჭება.
ტურნირის ფინალურ შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე მანუჩარ რობაქიძე, მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი მირზა ქოჩიაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, იმერეთის რეგიონელური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავით თურქაძე, VIII მოწვევის პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.