7-8 აგვისტოს "შინდისს" 20-ზე მეტ ქვეყანაში აჩვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროექტის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი ავრცელებს.
"7 - და 8 - აგვისტოს, მხატვრული ფილმი - "შინდისი" ნაჩვენები იქნება 20 -ზე მეტ ქვეყანაში, რაც მთავარია ყველა სეანსი იქნება თავისუფალი, ანუ აბსულუტურად უფასო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ და ასევე ემიგრანტმა ნახოს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ფილმის შექმნის მთავარი მიზანიც ეს იყო! "ისტორია რომელიც უნდა გვახსოვდეს"... ქვეყნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით...
8 - აგვისტოს "შინდისი"-ს ნახვა შეგიძლიათ ლისზე, "კავეას" drive-in კინოთეატრში, ჩვენება იქნება საქველმოქმედო", - წერს მინაშვილი.
"შინდისი" რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და გვიყვება სოფელზე, რომელშიც ომმა გაიარა. მთავარ როლებს ფილმში გოგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე და თამუნა აბშილავა ასრულებენ.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცი.