მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასების ბირჟა ინდოეთში გაიხსნა . ბირჟა 80 ათას კვ/მ-ზეა გადაჭიმული, სადაც მუშაობას 2,5 ათასი ალმასის ტრეიდერი შეძლებს.
ალმასების ბირჟის შენობის მშენებლობისათვის 250 მლნ. დოლარი დაიხარხა. კომპლექსი რვა კოშკისაგან შედგება, სადაც თოთეული კოშკი ცხრა სართულიანია. კომპლექსში ალმასის ტრეიდერების გარდა რამოდენიმე ბანკი და საბაჟო განთავსდება. მოსალოდნელია, რომ მომავალი წლისთვის ალმასების ბირჟის ბრუნვამ 22,7 მლრდ. დოლარი შეადგინოს.
ინდოეთი მსოფლიოში ძვირფასი ქვების წარმოებისა ლიდერია. მთლიანად ინდოეთის ექსპორტის 16 %-ი ბრილიანტებსა და ძვირფას ქვებზე მოდის.