მანახეთ ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
გახარიას თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 17 წლამდე ყველა ბავშვს 200 ლარი გადაეცემა.
"დღეს საქართველოში არის 280 ათასი ბავშვი, რომელმაც უნდა გაუძლოს ეკონომიკური კრიზისის დარტყმას, ნორმალურად სასწავლო წლის პროცესში შევიდეს. მანახეთ ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტი სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.