კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამით მთვრობა შეეცდება ოჯახების შემოსავლების კლება ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დააკომპენსიროს.
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის ოთხი თვის განმავლობაში, ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი იანვარი და თებერვალი, იგივე პრინციპით, როგორც აქამდე იყო 200 კილოვატსაათი და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. ჩვენ ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.