საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ახლადგახსნილ აუდიტორიაში ცნობილი ამერიკელი რეჟისორის ნორმან ჯუისონის ფილმის - "რუსები მოდიან" - ჩვენება გაიმართება.
კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია. მსურველებმა წინასწარი რეგისტარაცია უნდა გაიარონ.
ფილმი "რუსები მოდიან" სატირული კომედიაა სტერეოტიპების შესახებ. ფილმი ოთხ ოსკარზე იყო ნომინირებული.
ფილმში მონაწილეობენ: ალან არკინი, ევა მარია სეინთი, კარლ რაინერი, ბრაიან კეითი.
ჩვენება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში ხვალ, 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება.