გერმანიის ქალაქ მიუნხენის აეროპორტში მგზავრს ბარგში გარდაცვლილი ქმრის ძვლები აღმოუჩინეს. იუწყება გამოცემა Bild-ი.
გავრცელებული ცნობით, ძვლები 74 წლის მგზავრს ხის ყუთში ჰქონდა შენახული. გაირკვა, რომ ქალსა და მისი 52 წლის ქალიშვილს სურდათ გარდაცვლილი ქმრისა და მამის ძვლები საბერძნეთიდან მის სამშობლოში - სომხეთში გადაეტანათ მიუნხენისა და კიევის გავლით. საბუთების თანახმად, მამაკაცი ჯერ კიდე 2008 წელს გარდაიცვალა და საბერძნეთში იყო დაკრძალული.
სამართალდამცველებმა დაასკვნეს, რომ ძვლების გადატანა კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგებოდა და ქალებს სომხეთში მათი გადატანის უფლება მისცეს.