ზუგდიდში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატი გიგი უგულავა იქნება. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
"ზუგდიდში იქნება ყველაზე მთავარი ბრძოლა, რომელსაც ივანიშვილი გამართავს თავისი ხელისუფლების შესანარჩუნებლად", - თქვა უგულავამ და აღნიშნა, რომ "ზუგდიდი არის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის აწმყო, წარსული და მომავალი"
"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მისი თქმით, შესახებ "ევროპული საქართველოს" სამი მთავარი დაპირება კეთილდღეობა, დაცულობა და დასავლეთთან ინტეგრაციაა.
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები:
ფოთი-ხობი-სენაკი - გიგა ბოკერია;
ზუგდიდი - გიგი უგულავა;
ვაკე - ელენე ხოშტარია;
მთაწმინდა-კრწანისი - შალვა შავგულიძე;
ტყიბული-ზესტაფონი-თერჯოლა-ბაღდათი - გიგი წერეთელი;
ხელვაჩაური-ხულო-ქედა-შუახევი - ტარიელ ნაკაიძე;
რუსთავი-გარდაბანი - ირმა ნადირაშვილი;
ქუთაისი - ოთარ კახიძე;
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული - სერგო რატიანი;
თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი - ზურაბ ჭიაბერაშვილი;
გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღი - გიორგი ღვინიაშვილი;
ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური - ხათუნა გოგორიშვილი;
მარნეული-გარდაბანი - აჰმედ იმამყულიევი;
ახალქალაქი-ნინოწმინდა - არსენ კარაპეტიანი;
წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშა - ლელა ქებურია;
სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი - აკაკი ბობოხიძე;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში "ევროპული საქართველოს" კანდიდატები იქნებიან:
ბათუმი - ვახტანგ კალოიანი;
ქედა-შუახევი-ხელვაჩაური-ხულო - თემურ კახიძე.
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბს სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.