მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 688 351 ათასი ადამიანი. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსული ინფექციისგან 10.6 მილიონი ადამიანი განიკურნა.
ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც ვირუსის გავრცელების დღიდან 4 666 027 შემთხვევა აღირიცხა. შეერთებულ შტატებს მოსდევს ბრაზილია 2 733 677 შემთხვევით. შემდეგ მოდის ინდოეთი 1 750 723 შემთხვევით, რუსეთი 849 277 შემთხვევით და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 511 485 შემთხვევით.
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობითაც შეერთებული შტატები ლიდერობს, სადაც ვირუსულმა ინფექციამ 154 841 ადამიანი იმსხვერპლა. მას მოსდევს ბრაზილია, სადაც 94 104 გარდაიცვალა. შემდეგ მოდის მექსიკა (47 746), დიდი ბრიტანეთი (46 286) და ინდოეთი (37 364).
ფოტო: Reuters