საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1179-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1179 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 959 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 17.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6919 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -251.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.