ვიეტნამში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილია 70 წლის პაციენტი.
ვიეტნამი კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. მთავრობის მიერ შემოღებულმა დროულმა და გეგმაზომიერმა შეზღდვებმა ქვეყანაში ვირუსის მაღალ გავრცელებას ხელი შეუშალა.
კორონავირუსის გავრცელების დღიდან, ვიეტნამში ვირუსული ინფექციის მხოლოდ 509 შემთხვევა გამოვლინდა.
ფოტო: Reuters